ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს მე-12 ტურში ნიკოლო ფაჯოლის გოლით სტუმრად „ლეჩე“ 1:0 დაამარცხა. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით:
შჩესნი 6 – რეალური სეივებისთვის ის საჭირო არ გამხდარა.
კუადრადო 5.5 – მეტოქეს ვეღარ ატყუებს, დაცვასა თუ შეტევაში იგივე სცენარია.
გატი 6 – სტილისტურად არ არის სამაგალითო, მაგრამ მონდომებულია და ამ მომენტში ეს ის თვისებაა, რაც „იუვეს“ სჭირდება.
დანილო 6.5 – თითქმის ლიბეროს პოზიციაზე თამაშობდა და კარგადაც.
ალექს სანდრო 6 – ამჯერად თავისი საქმე გააკეთა.
მაკკენი 6 – გადაიღალა და მხოლოდ ტაიმი ითამაშა, ჩვეულებრივზე განსხვავებულ პოზიციაზე.
ფაჯოლი 7 – საბოლოოდ, ალეგრიმ არჩევანი მასზეც გააკეთა, რომელსაც სხვებზე უარესად არ უთამაშია და მართლაც მაგიური გოლი გაიტანა.
რაბიო 6.5 – ცდილობდა გუნდისთვის ის მახასიათებლები მიეცა, რაც გუნდს არ ჰქონდა.
სულე 6.5 – შესაძლოა არ არის კონკრეტული, მაგრამ ძლიერი ხასიათით ითამაშა და მეტოქესაც ატყუებდა.
ბონუჩი შ.გ – მან მოედანზე ბოლო წუთები გაატარა.
მირეტი 6 – ქმნის, მაგრამ აფუჭებს, უფრო ცუდად ითამაშა, ვიდრე სხვა დროს, მაგრამ ის ნიჭი, რომ ყოველთვის ცდილობს მომგებიანად ითამაშოს, მაშინაც კი, თუ ამას ვერ ახერხებს, ნამდვილ მოთამაშედ აქცევს.
კინი 5.5 – მილიკთან დუეტში „იუვენტუსი“ უფრო საშიში უნდა გამხდარიყო, მაგრამ თითქმის ყველაფერი არასწორად გააკეთა.
კოსტიჩი 5 – თითქმის ყოველთვის მისი ჩაწოდება მცველს ხვდებოდა.
ილინგი 6.5 – ბურთთან ერთი შეხება დასჭირდა, რომ ფაჯოლის გოლში საგოლე პასის ავტორი გამხდარიყო. თამამი და ენერგიულია, რაც ალეგრიმ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს.
მილიკი 6 – მარტო, ძალიან მარტო. მან ეს ურთულესი თამაში გამოცდილებით ითამაშა.
ალეგრი 6 – პრაქტიკულად იძულებულია ახალგაზრდები ათამაშოს და ბოლო არჩევანი გააკეთოს, რაც მისი ხსნა აღმოჩნდა. ჰიულმანდის დარტყმის მერე ძელმა შედეგი გადაარჩინა, ამჯერად ყველაფერი რიგზეა.