ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელებს მენეჯმენტს ლაპო ელკანმა გაღვიძებისკენ მოუწოდა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.
„იუვე“ გული გვტკივა, უფრო მეტი სიყვარული, პატივისცემა და პროფესიონალიზმია საჭირო. ყველამ გაიღვიძეთ“, – დაწერა ლაპომ სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ 69 ქულით მეხუთე ადგილზეა და ჩემპიონთა ლიგაზე შესაძლოა ვერ გავიდეს, რისი შანსიც საკმაოდ მაღალია, რადგან კალენდარიც სხვებთან შედარებით მძიმე აქვს და საკუთარ თავზეც აღარ არის დამოკიდებული.