მთავარი / სიახლეები / კულუშევსკი: “ტოტენჰემში” ყველაფერი უკეთესია, ვიდრე “იუვენტუსში”

კულუშევსკი: “ტოტენჰემში” ყველაფერი უკეთესია, ვიდრე “იუვენტუსში”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა დეიან კულუშევსკიმ განაცხადა, რომ კლუბის დატოვებით სწორი გადაწყვეტილება მიიღო და „ტოტენჰემში“ ყველაფერი უკეთაა, ვიდრე იტალიურ გუნდში იყო.

„მე არაფერი შემიცვლია საკუთარ თავში ამ თვეებში. მენტალურად ყოველთვის მზად ვიყავი მოედანზე ჩემი მაქსიმუმი გამეკეთებინა. „ტოტენჰემში“ ყველაფერი უკეთესია, როგორც მოედანზე, ისე მის მიღმა, ვიდრე „იუვენტუსში“. ახლა ნამდვილად ყოველთვის თამაში მინდა და ჩემი გუნდის გამარჯვებისთვის ბრძოლა.

„იუვენტუსის“ დატოვება ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იყო, რაც შეიძლებოდა მიმეღო. კონტესა და ალეგრის შორის სხვაობა თუ არის? გულწრფელად გითხრათ, კი. ორივეს პატივს ვცემ, რადგან ბევრი ტიტული მოიგეს, მაგრამ მუშაობის მეთოდები და საფეხბურთი იდეა სრულებით განსხვავებულია. „ტოტენჰემში“ ჩემი სამყარო შეიცვალა“, – თქვა კულუშევსკიმ.

შვედმა ფეხბურთელმა „ტოტენჰემში“ 29 მატჩში 6 გოლი გაიტანა და 11 საგოლე პასი გააკეთა, მაშინ, როცა მასიმილიანო ალეგრის ხელმძღვანელობით 27 თამაშში მხოლოდ 2 გოლი და 3 საგოლე პასი ჰქონდა.

აღსანიშნავია, რომ კულუშევსკი პირველი ფეხბურთელი არ არის, რომელიც „იუვეს“ გარემოსა და ალეგრიზე არცთუ დადებითად საუბრობს კლუბის დატოვების შემდეგ. დაახლოებით მსგავსი განცხადებები დენის ზაკარიამ და მატაის დე ლიხტმაც გააკეთეს, რაც ერთმნიშვნელოვნად მიანიშნებს, რომ „იუვეს“ სტრუქტურაში არსებულ პრობლემებზე.

შემთხვევითი სიახლე

“იუვენტუსმა” იანვარში შესაძლოა დანიელი მცველი დაიმატოს

ტურინის „იუვენტუსმა“ შესაძლოა ბერგამოს „ატალანტასა“ და დანიის ნაკრების განაპირა მცველი იოაკიმ მაეჰლე დაიმატოს. 25 წლის …

რაბიო: “შეიძლება “იუვეში” დავრჩე ან წავიდე, ჯერ დრო მაქვს”

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა ადრიენ რაბიომ ფრანგულ მედიასთან თავის მომავალზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ არაფერს გამორიცხავს …