ტურინის „იუვენტუსი“ ხუან კუადრადოსთან კონტრაქტის განახლებას გეგმავს. როგორც იტალიური მედია წერს, მხარეებს შორის დაბრკოლება არ არსებობს და ოქტომბერში, სავარაუდოდ, ყველაფერი ოფიციალურად დადასტურდება.
კუადრადოს მოქმედი კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებს და მხარეები მას 1 წლით განაახლებენ.
შეგახსენებთ, რომ კოლუმბიელი ნახევარმცველი „იუვენტუსმა“ 2015 წლიდან დაიმატა და გუნდისთვის შეუცვლელი ფიგურაა.