ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა ხუან კუადრადომ განაცხადა, რომ კონტრაქტზე, რომელიც 4 თვეში იწურება, არ ნერვიულობს, რადგან კლუბი მუშაობს ამ საკითხზე. კოლუმბიელს ტურინში დარჩენა სურს და იმედოვნებს, რომ „იუვეში“ კიდევ დიდხანს ითამაშებს.
„კონტრაქტთან დაკავშირებით ძალიან მშვიდად ვარ, კლუბი მუშაობს და ეს ახლა მოხდება, თუ ოდნავ მოგვიანებით, ვნახავთ. იმედი მაქვს, აქ დავრჩები და თამაშს გავაგრძელებ, რადგან ძალიან ამ ოჯახში, ეს არის „იუვენტუსი“.
ვლაჰოვიჩი? ის მნიშვნელოვანი მოთამაშეა, ძალიან ძლიერია და გუნდის განვითარებაში ძალიან გვეხმარება. დუშანი „იუვესთვის“ შესაფერისია, წინსვლის უზარმაზარი პოტენციალი აქვს და შეუძლია „იუვენტუსის“ გულშემატკივრები გაახაროს.
ბოლო წუთებზე გოლები? მშვენიერი ემოციაა, დაეხმარო გუნდს ასეთ მომენტებში და გაიტანო გადამწყვეტი გოლები, რითაც თამაშებს იგებ, როგორც ეს მოხდა „ფიორენტინასთან“ და იმედი მაქვს, ეს კიდევ ბევრჯერ განმეორდება.
მარლი აკე ძალიან მომწონს, ის ყოველთვის მეტოქის მოტყუებას ცდილობს და ვფიქრობ, შეუძლია დიდი ფეხბურთის თამაში. ყველაზე ძლიერი მეტოქე ვისთანაც მითამაშია, ძუნიგაა. „ნაპოლიში“ როცა იყო, ძალიან ძლიერი, სწრაფი გახლდათ და კარგად მიცნობდა, მიჭირდა მისი მოტყუება. ყველაზე მძიმე, დაუნდობელი მწვრთნელი ჩემს კარიერაში ფრანჩესკო გვიდოლინი იყო“, – თქვა კუადრადომ.
შეგახსენებთ, რომ ხუან კუადრადო „იუვენტუსში“ 2015 წლიდან თამაშობს და 257 მატჩში 24 გოლი აქვს გატანილი.