ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა ხუან კუადრადომ „მაკაბისთან“ მარცხის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, პირველი პასუხისმგებელნი შექმნილ ვითარებაზე ფეხბურთელები არიან, რადგან მოედანზე სწორედ ისინი გადიან.
„სამწუხაროდ, ფეხბურთში ასეთი რაღაცები ხდება, ჩვენ უნდა ვეცადოთ, რაც შეიძლება მალე გადავფურცლოთ ეს გვერდი და სერია A-ში თავი დაუყოვნებლივ ავწიოთ. მხოლოდ ერთიანობით შეგვიძლია ამ სიტუაციიდან გამოსვლა.
ევროთასებს მიღმა დარჩენა? რა თქმა უნდა, ამის საფრთხე არსებობს, მაგრამ როგორც ვთქვი, მხოლოდ ერთიანობით შევძლებთ ამ სიტუაციიდან გამოსვლას, სანამ გვაქვს შანსი უნდა გვჯეროდეს და ყველაფერი უნდა გავიღოთ. მწვრთნელი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ერთიანები ვიყოთ, ჩვენ გუნდი ვართ. ჩვენ ვართ ისინი, ვინც მოედანზე გავდივართ და კიდევ უფრო მეტი უნდა გავიღოთ, პირველ რიგში გამოცდილმა ფეხბურთელებმა.
თავდაჯერებულობა გუნდურად უნდა გვქონდეს, ბევრჯერ გამოვსულვართ რთული სიტუაციიდან თუ ვირწმუნებთ, ამის გაკეთება კიდევ ერთხელ შეგვიძლია“, – თქვა კუადრადომ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ მომდევნო მატჩს 15 ოქტომბერს, „ტორინოსთან“ ჩაატარებს.