ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა ხუან კუადრადომ მექსიკურ „ჩივასთან“ (2:0) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც კოლუმბიელმა აღნიშნა, ასეთი მატჩების სეზონისთვის მოსამზადებლად სასარგებლოა.
„ლამაზი საღამო იყო, მიუხედავად იმისა, რომ ამხანაგური მატჩი იყო, ჩვენთვის ყოველთვის გამარჯვებაა მნიშვნელოვანია და ეს მოვახერხეთ. „ჩივასი“ კარგი გუნდია, ახლა გვინდა კარგად მომდევნო მატჩებიც ვითამაშოთ და ეს სეზონისთვის სასარგებლო შეხვედრებია. ახალი, ძლიერი „იუვე“ იბადება, ბევრი მაღალი ხარისხის მოთამაშეა და მათ შორის ახალწვეულები. რას გვთხოვდა მწვრთნელი ამ დღეებში? სირბილს, სირბილს, სირბილს“, – თქვა კუადრადომ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ მომდევნო ამხანაგურ მატჩს 27 ივლისს, დალასში, „ბარსელონასთან“ გამართავს.