ფილიპ კოსტიჩის ტრანსფერი „იუვენტუსისა“ და „აინტრახტის“ ვებგვერდებმა ოფიციალურად დაადასტურეს.
სერბმა კონტრაქტი 2026-წლამდე გააფორმა და „იუვე“ გერმანულ გუნდს სამ სატრანსფერო პერიოდში ნაწილ-ნაწილ 12 მილიონ ევროს გადაუხდის, ბონუსი კი 3 მილიონი ევროთი განისაზღვრა.
„გამარჯობა ბიანკონერებო. ძალიან ბედნიერი ვარ აქ ყოფნით, ფორცა „იუვე“, – თქვა კოსტიჩმა.
ფილიპ კოსტიჩი „აინტრახტში“ 2018 წლიდან თამაშობდა და 172 შეხვედრაში 33 გოლით და 64 საგოლე პასით გამოირჩა. მანამდე სერბი ფეხბურთელი „ჰამბურგის“ (65 თამაში, 9 გოლი), „შტუტგარტის“ (63 თამაში, 8 გოლი), „გრონინგენისა“ (50 მატჩი, 12 გოლი) და „რადნიჩკის“ (64 მატჩი, 5 გოლი) წევრი იყო. სერბეთის ნაკრებში ფილიპის აქტივში 48 შეხვედრა და 3 გოლია.
კოსტიჩი მიმდინარე სატრანსფერო ბაზარზე პოლ პოგბას, ანხელ დი მარიასა და გლეისონ ბრემერის შემდეგ ტურინელთა მეოთხე ახალწვეულია.