ტურინის „იუვენტუსის“ ახალწვეულმა ფილიპ კოსტიჩმა ტელეკომპანია DAZN-ს ინტერვიუ მისცა, რომელშიც მთლიანად თავის ახალ კლუბზე ისაუბრა. როგორც მან თქვა, საგოლე პასების გაკეთება სიამოვნებს და ეს მისი პოზიციის ფეხბურთელისთვის სავალდებულოცაა.
„იუვენტუსი“ განსაკუთრებული კლუბია. მე დუშანს ტრანსფერამდე ველაპარაკე ადა მითხრა, რამდენად დიდი იყო ეს კლუბი. „იუვე“ მსოფლიოს საუკეთესო კლუბებს შორისაა და ჩემთვის საამაყოა ამ გუნდში ყოფნა. რამდენად მნიშვნელოვანია ვლაჰოვიჩი ჩემს ადაპტაციაში? ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩემს ენაზე საუბრობს, დუშანი სერია A-ს საუკეთესო ფორვარდია და ჩემთვის ბედნიერებაა, რომ მასთან ერთად ვითამაშებ.
„აინტრახტში“ ბევრი საგოლე პასი გავაკეთე, რადგან ჩემი პოზიცია ამას მოითხოვს. მსიამოვნებს გოლების გატანა, მაგრამ ეს არ არის ყველაზე მნიშვნელოვანი, მთავარია გუნდმა კარგად ითამაშოს და მატჩები მოიგოს.
ჩემპიონთა ლიგის მოგება? „აინტრახტი“ ევროპა ლიგის მოგების ფავორიტი არ იყო, კალენდარიც ხელს არ გვიწყობდა, მაგრამ მთელი ძალა გამოვავლინეთ და საბოლოოდ, მოვიგეთ. ძალიან ბედნიერი ვიქნები, თუ ეს „იუვენტუსთან“ ერთადაც მოხდება. ყოველთვის ვუყურებდი და ვაფასებდი „იუვეს“ იმ შესანიშნავი ფეხბურთელების გამო, რომლებიც აქ თამაშობდნენ. მომწონს გამარჯვებულის დნმ, „იუვეზე“ ყველაზე დიდი კლუბია იტალიაში, რადგან იმარჯვებს და ყოველთვის იმარჯვებდა“, – თქვა კოსტიჩმა.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსმა“ ფილიპ კოსტიჩი 15 მილიონ ევროდ დაიმატა და კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე გაუფორმა. სერბის დებიუტი პირველ ტურში „სასუოლოს“ წინააღმდეგ შედგა.