ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელის რანგში ფილიპ კოსტიჩმა პირველი კომენტარი გააკეთა და როგორც აღნიშნა, იტალიურ გრანდში გადაბარგების გადაწყვეტილება ადვილად მიიღო.
„რთული არ იყო „იუვენტუსისთვის“ მეთქვა დიახ. ეს ჩემთვის განსაკუთრებული დღეა, როცა აქ ჩამოსვლას ველოდი, ძალიან აღელვებული ვიყავი, მოუთმენლად ველი გუნდთან ერთად ვარჯიშს და ჩვენი გულშემატკივრების წინაშე თამაშს.
დუშანთან უკვე ვისაუბრე. ბედნიერი ვარ, ჩემი თანაგუნდელია კლუბშიც, ის ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელია და მასთან თამაში სასიამოვნოა. გულშემატკივრებს მივესალმები და ერთმანეთს მოედანზე მალე შევხვდებით”, – თქვა კოსტიჩმა.
შეგახსენებთ, რომ ფილიპ კოსტიჩმა „იუვენტუსთან“ კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე გააფორმა.
🗣 “Non è così difficile dire di sì alla Juventus”#WelcomeKostić
Guarda l’intervista completa ⤵️— JuventusFC (@juventusfc) August 12, 2022