ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა ფულვიო კოლოვატიმ „იუვენტუსი“ – „სალერნიტანას“ მატჩში მსაჯისა და ვიდეორეფერის დაშვებულ შეცდომაზე ისაუბრა.
როგორც მან თქვა, ყველამ დაინახა ეს მომენტი გარდა ვიდეორეფერისა და რაც ყველაზე გამაღიზიანებელია, სამსაჯო კომიტეტმა შეცდომა არც აღიარა.
„ყველამ დაინახა რაც მოხდა, მთელი მსოფლიო ჩვენზე იცინის, ერთადერთი, ვინც ეს ეპიზოდი ვერ ნახა VAR-ია. შეცდომებს ყველა უშვებს, მაგრამ სამსაჯო კომიტეტის განცხადებას ვერანაირად დავეთანხმები. უბრალოდ საკმარისი იქნებოდა შეცდომის აღიარება, რაც მათ არ გააკეთეს. ვინც ვერ დაინახა, რაც მოხდა, ყველამ თანამდებობა უნდა დატოვოს“, – თქვა კოლოვატიმ.