ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა პრეზიდენტმა ჯოვანი კობოლი ჯილიმ „პორტუსთან“ მარცხის შემდეგ კომენტარი გააკეთა. მისი აზრით, პაველ ნედვედს „იუვეს“ სტილი არ აქვს და ვიცე-პრეზიდენტის პოსტს არ იმსახურებს.
„რონალდუს ტრანსფერი შეცდომა იყო? რა თქმა უნდა. მე ამას პირველივე დღიდან ვამბობდი, მიუხედავად იმისა, რომ დიდი ჩემპიონია, მაგრამ ძალიან ძვირი. „იუვენტუსმა“ მეხსიერება წამიშალა. კრიტიკული ანალიზი უნდა დაიწყო ანიელისგან, რომელსაც არ ჰყავს ხარისხიანი თანამშრომლები. ამასთან, უნდა ითქვას, რომ კიეზაში ინვესტიცია, ბრწყინვალე და დიდი ინვესტიცია. სწორედ ასე უნდა დავიწყოთ: თავსეადი ინვესტიციებით და გუნდის უფრო მეტად იტალიიზაციით.
პირლო? არჩევანი ხელმძღვანელობამ გააკეთა. სარის დანიშვნა ანიელიმ მიიღო, რადგან ის პარატიჩის და ნედვედის კადრი იყო, მაგრამ მათ არასდროს ეთანხმებოდა. ანიელიმ გარისკა. მე არ ვარ კრიტიკული პირლოს მიმართა, იგივე გამოცდილება მე პირადად მქონდა ფერარასთან, რომელიც დადებითი არ იყო. გუნდს მნიშვნელოვანი დანაკლისი ჰქონდა, მაგალითად დიბალა, მაგრამ რომ ყოფილიყო, ითამაშებდა? „იუვენტუსს“ რეკოსნტრუქცია სჭირდება: თუნდაც, დემირალს დიდი პოტენციალი აქვს.
ნედვედმა მატჩის შემდეგ სარეკლამო ბანერს ფეხი დაარტყა? მას ვიცნობ, როგორც დიდ ჩემპიონას, მაგრამ მას „იუვენტუსის“ ვიცე-პრეზიდენტობისთვის შესაფერისი უნარები არ აქვს. მისი ფუნქციის გადახედვა უნდა მოხდეს. „იუვემ“ სკუდეტოც რომ ვერ მოიგოს, პირლოს შანსს მივცემდი, მაგრამ ნედვედის ის არ მომწონს, რომ მან ალეგრი გუნდიდან გაუშვა. მესმის, რომ მათ კამათი უწევდათ, მაგრამ ნედვედს „იუვენტუსის“ სტილი საერთოდ არ აქვს. გუნდიდან გავუშვებდი რონალდუს და პარატიჩისაც. შესაძლოა, ეს სცენარი განვითარდეს ბოლო დროინდელი პროცესების შემდეგ“, – თქვა კობოლი ჯილიმ.
Nedved's reaction after the elimination… #JuvePorto #UCLpic.twitter.com/CVlvUDYuEx
— Juve Canal (@juvecanal2) March 10, 2021