მთავარი / სიახლეები / კობოლი ჯილი: “ანიელის ადრე მკაფიო იდეები ჰქონდა, ბოლო დროს ის უფრო ბუნდოვანი გახდა”

კობოლი ჯილი: “ანიელის ადრე მკაფიო იდეები ჰქონდა, ბოლო დროს ის უფრო ბუნდოვანი გახდა”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა პრეზიდენტმა ჯოვანი კობოლი ჯილიმ ჩემპიონთა ლიგაზე „ვილიარეალთან“ მარცხზე ისაუბრა. მან განაცხადა, რომ გუნდის ყველაზე სუსტი წერტილი არტურია.

კობოლი ჯილი იმედოვნებს, რომ პენალტი დანიელე რუგანიზე ცუდად არ იმოქმედებს, რადგან ის პენალტის აკიდებდა ძალიან კარგად თამაშობდა, როგორც გუშინდელ შეხვედრაში, ისე მთლიანად მიმდინარე სეზონში. იტალიელმა ანდრეა ანიელიც გააკრიტიკა.

„გუნდში არის გარკვეული სისუსტეები. პირველი ეს არის არტური, რომელიც ვერ იქნება ნახევარდაცვის ცენტრის მთავარი დასაყრდენი. ჯერ არ თამაშობს და მერე ყველაფერს ანელებს. ხშირად ბურთს მეტოქეს გადასცემს. სხვა ფეხბურთელებზე ცოტაა სათქმელი, მათ ის გააკეთეს, რაც უნდა გაეკეთებინათ. ალეგრიც არ იმსახურებს კრიტიკას. წინ უნდა წავიდეთ, რადგან სერია A-ში მინიმუმ მეოთხე ადგილი უნდა დავიკავოთ. ჩემპიონთა ლიგა ახლა გვერდზე უნდა გადავდოთ, რაც დიდი იმედგაცრუებაა.

75 წუთის განმავლობაში თანაბარი თამაში იყო. „იუვეს“ პირველ ტაიმში მნიშვნელოვანი შანსები ჰქონდა. „ვილიარეალი“ ძლიერი და კარგად სტრუქტურირებული გუნდია. მეტოქის მწვრთნელმა თამაშის მიმდინარეობისას ცვლილებებით მნიშვნელოვანი კარტები ჩართ შეხვედრაში, ეს ფიზიკური მიზეზების გამო ეს ვერ გავაკეთეთ. შესაძლოა, დიბალა და ბერნარდესკი ფიზიკურად მზად არ იყვნენ. ძალიან ვწუხვარ რუგანის გამო, რომელიც ნაბიჯებს წინ დგამდა, მაგრამ ცხადია, ეს პენალტი მას ცოტათი უკან აბრუნებს. იმედი მაქვს, ეს მომენტი მის მოტივაციას არ დაეტყობა.

ამ მარცხით ერთადერთი კარგი ის არის, რომ ჩემპიონთა ლიგის მატჩები დამატებით ენერგიას არ წაიღებს და ჩემპიონატზე გუნდი სრულად კონცენტრირდება. იმედი მაქვს, რომ გუნდი მონდომებული დარჩება და გააგრძელებს ისე თამაშს, როგორც საჭიროა. გუშინდელი პირველი ტაიმით შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ფეხბურთელებს სჯეროდათ. „იუვენტუსმა“ კარში არაერთხელ დაარტყა, მეორე ტაიმში უფრო მეტად მოლოდინის რეჟიმში იყო, ნაკლებად კარგად ითამაშა და ნაკლებად ჰქონდა საგოლე შანსები. ეს არის გაკვეთილები.

ყველა იტალიური გუნდი გავარდა? ჩემთვის საკმარისია ინგლისის ან გერმანიის ჩემპიონატის მატჩების ყურება, რომ ამის მიზეზი გავიგო. მათ აქვთ ინტენსივობა და რიტმი, ისინი ფიზიკურ პრობლემებსაც არ აწყდებიან. ჩვენი გუნდებისთვის კი კვირაში სამი მატჩის თამაში რთულია. ბევრი დეფექტია, როგორც „იუვენტუსის“ შემთხვევაში და ყველაფერი რთულდება, მაგრამ ეს ალიბი არ არის.

პრეზიდენტი ანიელი წარსულში ხშირად საუბრობდა, ჭკვიანი და მკაფიო იდეების მქონე ადამიანი. მაშინაც კი, თუ ის ყოველთვის შორს იყო ჩემგან, ალბათ ფიქრობდა, რომ ხელმძღვანელობის სხვა ნაწილს მივეკუთვნებოდი, მაგრამ ასე არ არის, რადგან მამამისთან ყოველთვის მშვენიერი ურთიერთობა მქონდა. ბოლო წლებში მეჩვენება, რომ მისი იდეები ბუნდოვანი გახდა. მის პრეზიდენტობაში ყველაზე კარგი ვლაჰოვიჩის ტრანსფერია, ეს თამამი ინვესტიციაა. თუ ანდრეამ მიიღო ეს გადაწყვეტილება, მაშინ უნდა შევაქოთ. მისი ყველა სხვა გადაწყვეტილება გაცილებით ნაკლებად ობიექტური და სწორი იყო. თუ მას კრიტიკის გარეშე ლიდერობა სურს, შეუძლია იყიდოს „იუვე“ და გააკეთოს ის, რაც სურს. ამისთვის საკმარისია ფული დედამისისგან აიღოს“, – თქვა კობოლი ჯილიმ.

შეგახსენებთ, რომ ჯოვანი კობოლი ჯილი “იუვენტუსის” პრეზიდენტი 2006-2010 წლებში სწორედ ანდრეა ანიელიმდე იყო.

შემთხვევითი სიახლე

“იუვენტუსმა” იანვარში შესაძლოა დანიელი მცველი დაიმატოს

ტურინის „იუვენტუსმა“ შესაძლოა ბერგამოს „ატალანტასა“ და დანიის ნაკრების განაპირა მცველი იოაკიმ მაეჰლე დაიმატოს. 25 წლის …

რაბიო: “შეიძლება “იუვეში” დავრჩე ან წავიდე, ჯერ დრო მაქვს”

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა ადრიენ რაბიომ ფრანგულ მედიასთან თავის მომავალზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ არაფერს გამორიცხავს …