ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა მოიზე კინმა „სასუოლოსთან“ გამარჯვების გოლის გატანის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც იტალიელმა ფორვარდმა აღნიშნა, ყოველთვის ცდილობს მზად იყოს და ის გააკეთოს, რასაც მწვრთნელი სთხოვს.
„ყოველთვის მნიშვნელოვანია თამაშში შეცვლაზე კარგად ჩაერთო, იყო მზად და გააკეთოს ის, რასაც მწვრთნელი გთხოვს. რა თქმა უნდა, მესამე ადგილისთვის ვიბრძოლებთ, მაგრამ პირველ რიგში ვფიქრობთ, რაც შეიძლება მეტი ქულა დავაგროვოთ და ეს მნიშვნელოვანია. სტუმრად თამაში ადვილი არ არის, განსაკუთრებით ახლა „სასუოლოსთან“, რომელიც კარგ ფორმაშია.
ყოველ შემთხვევაში გასვლაზე მოვიგეთ. მომავალი? ვცდილობ მზად ვიყო, როცა მწვრთნელი თამაშის შესაძლებლობას მომცემს. ვცდილობ, 100%-ით დავიხარჯო ამ მაისურისთვის და გუნდისთვის“, – თქვა კინმა.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ 66 ქულით მეოთხე ადგილზეა და „ნაპოლის“ უკვე ერთადერთი ქულით ჩამორჩება, ხოლო „რომას“ 8 ქულით უსწრებს. „ბებერი ქალბატონი“ მომდევნო ტურში 1 მაისს, „ვენეციას“ უმასპინძლებს.