ტურინის “იუვენტუსის” კაპიტანმა ჯორჯო კიელინიმ “ბოლონიასთან” მატჩის შემდეგ (4:1) კომენტარი გააკეთა. 36 წლის ფეხბურთელის განცხადებით, ახლა მომავალზე საუბარი არ შეუძლია და თავს მშვიდად გრძნობს.
“ძალიან მნიშვნელოვანი თამაში იყო, დამოკიდებულება სწორი იყო, მაგრამ ასევე სხვებზე ვიყავით დამოკიდებულნი. დავასრულეთ რთული სეზონი, ათასი სირთულე გვქონდა, ორი ტიტული მოვიგეთ და ჩემპიონთა ლიგაზე გავედით. ამ თამაშით მომდევნო სეზონის ნახევარი საქმე გავაკეთეთ. ახლა უნდა ვიზეიმოთ და ბედნიერი ვარ მწვრთნელის გამო, რომელიც ცოტა ხნის წინ ჩვენი თანაგუნდელი იყო.
“მილანთან” დამარცხებამ გვაიძლა რეაგირება მოგვეხდინა და დასაკარგი არაფერი გვქონდა. მნიშვნელოვან და სასურველ გამარჯვებებს მივაღწიეთ. მეოთხე ადგილზე გავედით, მაგრამ ბედნიერი ვარ, რადგან “მილანთან” თამაშის შემდეგ ეს შეუძლებელი ჩანდა. ჩემი მომავალი? ახლა რამის თქმა მართლა შეუძლებელია. მშვიდად ვარ და ვნახოთ რა მოხდება. ახლა წინ იმედი მაქვს, რომ მაგიური თვენახევარი მელოდება ევროპის ჩემპიონატზე და ამაზე ვფიქრობ”, – თქვა კიელინიმ.
ჯორჯომ სოციალურ ქსელშიც გამოაქვეყნა პოსტი და დაწერა:
“Fino alla Fine – ეს არ არის მხოლოდ სლოგანი, მაგრამ ცხოვრების, ბრძოლისა და თამაშის გზა. ამ სეზონში ეს ბევრჯერ გავიმეორეთ. ჩვენ ბრძოლისთვის თავი არ დაგვინებებია მაშნაც, როდესაც ყველაფერი კომპრტომეტირებული ჩანს. ჩემპიონთა ლიგის ეს საზგური, ორ მოგებულ ტიტულთან ერთად საშუალებად გვაძლევს მომდევნო სეზონი იქიდან დავიწყოთ, სადაც ყოფნას ვიმსახურებთ. ყოველთვის Fino Alla Fine”, – დაწერა ჯორჯომ.
შეგახსნებთ, რომ “იუვენტუსმა” 2020-2021 წლების სეზონში სერია A-ში მეოთხე ადგილი დაიკავა, ჩემპიონთა ლიგას მერვედფინალში გამოეთიშა, იტალიის თასი და იტალიის სუპერთასი მოიგო. ჯორჯო კიელინის “იუვესთან” კონტრაქტი 30 ივნისს ეწურება და უცნობია გაუხანგრძლივებენ თუ არა მას ხელშეკრულებას.