ტურინის „იუვენტუსის“ კაპიტანმა ჯორჯო კიელინიმ იტალიური მედიასთან კომენტარი გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, სკუდეტოს მოგების შანსი ისევ არსებობს, მაგრამ გუნდი ახლა მხოლოდ უახლოეს მატჩებზე ფიქრობს.
„უკეთ ვარ, მალე გუნდთან ერთად ვივარჯიშებ და დარწმუნებული ვარ, რომ მალე გამოვჯანმრთელებდები, არა მარტო „იუვესთვის“, არამედ იტალიის ნაკრებისთვის.
სკუდეტო? ყველაფერი შეიძლება მოხდეს, თუ ზედიზედ რამდენიმე მატჩს მოვიგებთ, ყველაფერს ვირწმუნებთ, მაგრამ რეალიზმი და სტაბილურობა გვჭირდება. რამდენიმე ტურის წინ მეოთხე ადგილზეც არ ვიყავით. ახლა მხოლოდ „სამპდორიასთან“ ფუნდამენტურ მატჩზე უნდა ვიფიქროთ და ჩემპიონთა ლიგაზე, რომელიც მნიშვნელოვან მიზნად რჩება. „ვილიარეალის“ ბარიერის გადალახვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ყველასთვის, ჩვენი თავმოყვარეობისთვის, გულშემატკივრებისთვის და პროგრესის გასაგრძელებლად.
ჩვენი სეზონი ნოემბერში დაიწყო, მანამდე კი აკლიმატიზაციის პერიოდი, შემდეგ კი სტაბილური შედეგები ვაჩვენეთ. ზაკარიამ და ვლაჰოვიჩმა გუნდში ახალი მუხტი მოიტანეს. დიბალა? ის უკეთედაა, დღეს ივარჯიშა და „ვილიარეალის“ წინააღმდეგ დაბრუნება სურს“, – თქვა კიელინიმ.
შეგახსენებთ, რომ ჯორჯო კიელინი თებერვლის დასაწყისიდან მოყოლებული ტრავმირებულია. მიმდინარე სეზონში მან 16 მატჩი ჩაატარა, გოლი კი არ გაუტანია.