ტურინის „იუვენტუსის“ კაპიტანმა ჯორჯო კიელინიმ „კალიარისთან“ მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. იტალიელი მცველის განცხადებით, სკუდეტოს მოგების ბოლომდე სჯერათ და ბევრი საუბარი საჭირო არ არის.
„რეაგირება მოედანზე მოვახდინეთ. ცოტა უნდა ვისაუბროთ და ერთიანები ვიყოთ. თუ ერთიანები ვიქნებით, დარწმუნებული ვარ, კიდევ შეგვიძლია დიდი საქმეების გაკეთება. სკუდეტო? ბოლომდე გვჯერა, ეს გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მხოლოდ საკუთარ თავზე უნდა ვიფიქროთ და ჩვენი მატჩები მოვიგოთ.
„პორტუსთან“ მატჩის შემდეგ გასახდელში ვილაპარაკეთ. გვინდა, პასუხი მოედანზე გავცეთ და ეს მოვახერხეთ, პირველ რიგში კრიშტიანუმ. მხოლოდ საკუთარ თავზე უნდა ვიფიქროთ. როდესაც ბოლოსწინა ტურში „ინტერს“ შეხვდებით, ვნახოთ, სად ვიქნებით“, – თქვა კიელინიმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსს“ 55 ქულით მესამე ადგილი უკავია და მომდევნო მატჩს 21 მარტს, „ბენევენტოსთან“ გამართავს.