ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილი ფეხბურთელი პოლ პოგბა პაულო დიბალსა და ჯორჯო კიელინის სოციალურ ქსელში დაემშვიდობა. მას ყოფილი თანაგუნდელები არ დავიწყებია, რაც გამოსარჩევია.
„ძმაო, შენ ტოპ ფეხბურთელი და ტოპ ადამიანი ხარ. შესანიშნავია, რომ შენნაირი მეგობარი მყავს და „იუვენტუსში“ პერიოდი ერთად გავიზიარეთ. იმედი მაქვს, რომ მალე გნახავ“, – წერს პოგბა დიბალას შესახებ.
ფრანგმა ფეხბურთელმა ჯორჯო კიელინის შესახებაც დაწერა სოციალურ ქსელში, რომლის თანაგუნდელი 4 წელი იყო:
„ფანტასტიკური კარიერა გქონდა ჯორჯო! თავს პრივილეგირებულად ვგრძნობ, რომ ერთად ვთამაშობდით. ფენომენალური ფეხბურთელი და კიდევ უფრო უკეთესი ადამიანი ხარ“, – დაწერა პოგბამ.
შეგახსენებთ, რომ პოლ პოგბას „იუვენტუსს“ უკავშირებენ და შესაძლოა ფრანგი ნახევარმცველი ტურინულ კლუბში დაბრუნდეს.