ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა ფედერიკო კარიერამ ბავშვობის წლები გაიხსენა და განაცხადა, რომ 13 წლის ასაკში ფეხბურთიდან წასვლაზე ფიქრობდა, რადგან ძალიან უჭირდა თანაგუნდელებთან ტოლსწორად თამაში.
„ახალგაზრდული კარიერა რთული იყო. 13 წლის ასაკში ვხედავდი, რომ ჩემი თანაგუნდელები ფიზიკურად იზრდებოდნენ, ასევე ტექნიკურად, ხოლო მე ძალიან მიჭირდა. ერთი წლით უმცროსებში თამაში მიწევდა, რომ უფრო მეტი დრო მიმეღო. ეს პერიოდი იმდენად მძიმე იყო, რომ ფეხბურთზე თავის დანებებაზე ვფიქრობდი. თუმცა, ჩემი მონდომებისა და ჩემის მშობლების, მწვრთნელის დახმარებიტ, რომელმაც პიროვნებაც ჩამომაყალიბეს, დავიწყე უფრო ინტესნიური ვარჯიში, ეს ჩემი პირადი გამოწვევა იყო.
როდესაც კარიერას დავასრულებ, მინდა, რომ სკუდეტო და ჩემპიონთა ლიგა მოგებული მქონდეს. თუმცა, განსაკუთრებული მიზანია და მსურს, რომ კვალი დავტოვო 13 წლს იმ მოზარდებზე, რომლებიც გულგატეხლინი არიან: ჩემი ამბავი იმის დასტურია, რომ ამის გაკეთება შეიძლება“, – თქვა კიეზამ.