ფედერიკო კიეზამ შვებულება გადადო და იმის მაგივრად, რომ დაესვენა, ტურინშია, სადაც კონტინასას ბაზაზე ინდივიდუალურად ემზადება.
ფედერიკოს სურს, რომ რაც შეიძლება მალე გამოჯანმრთელდეს და მოედანზე დაბრუნება შეძლოს, ამიტომაც, ვარჯიშს შვებულების დროსაც აგრძელებს.
შეგახსენებთ, რომ ფედერიკო კიეზა იანვარში დაშავდა. ჯერჯერობით, მოედანზე მისი დაბრუნების ზუსტი თარიღი უცნობია, სავარაუდოდ, ის თამაშს შემოდგომაზე მოახერხებს.