ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელები ფედერიკო კიეზა და დუშან ვლაჰოვიჩი მონაკოში ფორმულა 1-ს გრანპრის დაესწრნენ, სადაც ფერარის საგულშემატკივროდ მივიდნენ.
კიეზამ იტალიურ მედიასთან მონაკოს გრანპრიდან კომენტარი გააკეთა:
„მოუთმენლად ველი ვლაჰოვიჩთან ერთად თამაშს, მაგრამ ახლა ჩვენ აქ ფერარის საგულშემატკივროდ ვართ. 10 ნომერი? არა, არა. ახლა მხოლოდ ფერარიზე ვფიქრობ“, – თქვა კიეზამ, მერე კი ვლაჰოვიჩმაც მცირე კომენტარი გააკეთა კიეზას შესახებ.
„მე უკვე ყველაფერი ვთქვი ფედერიკოს შესახებ ადრე. საკმარისია, ზედმეტად ბევრჯერ გამეორება გამომივა“.