ფედერიკო კიეზამ მძიმე ტრავმის შესახებ პირველი კომენტარი გააკეთა. როგორც მან სოციალურ ქსელში დაწერა, გულშემატკივრების მადლობელია და მოედანზე მალე დაბრუნებას ეცდება.
„გულწრფელი მადლობა ყველას მხარდამჭერი მესიჯებისთვის. მალე შევხვდებით მოედანზე“, – წერს ინსტაგრამში კიეზა.
შეგახსენებთ, რომ კიეზამ 2021-2022 წლების სეზონში ყველა ტურნირზე 18 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი მიითვალა.
View this post on Instagram