მთავარი / სიახლეები / კიეზა: “იმედი მაქვს, რომ სექტემბრის დასაწყისში ვითამაშებ”

კიეზა: “იმედი მაქვს, რომ სექტემბრის დასაწყისში ვითამაშებ”

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა ფედერიკო კიეზამ იტალიურ მედიასთან ისაუბრა და განაცხადა, რომ სექტემბრის დასაწყისში თამაშისთვის მზად იქნება. 24 წლის ფეხბურთელს ახლა ასეთი მიზანი და იმედოვნებს, რომ რეაბილიტაციის პროცესი არ გართულდება.

„ჩემი ოცნებაა, რაც შეიძლება მალე დავბრუნდე, მაგრამ არსებობს გრაფიკი, რომელიც უნდა დავიცვა და ვფიქრობ, შესანიშნავად ვმუშაობთ. მოედანზე პროფესიონალები მყავს ირგვლივ, „იუვენტუსის“ სამედიცინო პერსონალიც ფანტასტიკურია. ახლა ისეთ ფაზაში ვარ, რომ სირბილი დავიწყე, ვნახოთ რა იქნება. ვფიქრობ, სექტემბრის დასაწყისისთვის მზად ვიქნები, ვნახოთ უფრო მალე შევძლებ თუ არა, დაბრუნებას, მაგრამ თუ დავრწმუნდებით, რომ მომავალში რეციდივი არ იქნება, რაც არავის სურს, სექტემბერში დავბრუნდები.

ვლაჰოვიჩი? ჩვენ ერთად უკვე ვთამაშობდით და მოედანზე ერთმანეთს კარგად ვუგებდით. ის ჩემი მეგობარია და მოედანზე ვითარებას მხოლოდ აუმჯობესებს. მოუთმენლად ველოდები მასთან ერთად თამაშს, რომ პასები გავუკეთო და გოლების გატანაში დავეხმარო.

10 ნომერი? რა თქმა უნდა, სასიამოვნო იქნება, ეს ყველას ახარებს, განსაკუთრებით „იუვეში“ 10 ნომერი რაღაც წარმოუდგენელს ნიშნავს, ის უმაღლესი დონის ვარსკვლავებს ეცვათ. ივლისში გაიგებთ რა ნომერი ვიქნები.

სერია A? საინტერესო სეზონი იყო, ჩვენ დავისაჯეთ ცუდი დასაწყისის გამო, თორემ ჩემპიონობისთვის ბრძოლას შევძლებთ. „ინტერთან“ შინ წაგება კი წყალგამყოფი თამაში იყო. მომდევნო სეზონი უფრო რთული იქნება: „მილანი“ ჩემპიონია, „ინტერმა“ თასი მოიგო და გამარჯვება მომდევნო გამარჯვებაში გეხმარება, ასე რომ რთული იქნება. თუმცა, ჩვენ „იუვენტუსის“ მენტალიტეტი უნდა დავიბრუნოთ, უფრო მეტად ცივსისხლიანები უნდა ვიყოთ.

იტალიის ნაკრები? მანჩინიმ ჩემზე უკეთ იცის რა არის საჭირო. გვჭირდება ცვლილებები, ახალი ფეხბურთელები. ასევე უნდა შევცვალოთ იტალიური ფეხბურთის სისტემა, სიმართლე ისაა, რომ სხვა ქვეყნებს ჩამოვრჩებით. მწვრთნელი მართალია: იტალიაში იტალიელებს სათამაშო პრაქტიკა არ აქვთ. ჩვენ ამაზე მუშაობა უნდა დავიწყოთ, მენტალიტეტი უნდა შეიცვალოს. ვფიქრობ, ნაკრებისთვის მანჩინი ყველაზე შესაფერისი ადამიანია. მან პირველი კოლაფსისა და მსოფლიოს ჩემპიონატის გამოტოვების შემდეგ ევროპის ჩემპიონობამდე მიგვიყვანა. ამიტომ, მანჩინი ყველაზე შესაფერისი ადამიანია. ჩემი აზრით, შემადგენლობა ფუნდამენტურია. როდესაც „ფიორენტინას“ აკადემიაში ვიყავი, საფუძვლებს ვსწავლობდი, ახლა კი მხოლოდ შედეგზე ვფიქრობ.

დიახ, ახალგაზრდა ფეხბურთელებს, რომლებიც 30 წუთს ითამაშებენ, რაცხავენ, ახალ რონალდუს, ახალ მესის უწოდებენ. ეს საჭირო არ არის, ისინი მშვიდად უნდა განვითარდნენ, ყველამ უნდა გამოავლინოს თავისი პოტენციალი.

„იუვეს“ მომდევნო სეზონი? გვინდა, რომ მარტში ყველა ტურნირის მოსაგებად ვიყოთ ბრძოლაში ჩართული, შემდეგ კი ვნახოთ. დი მარია? დი მარია ნამდვილი ჩემპიონია, სატრანსფერო ბაზარზე შეკითხვები პრეზიდენტს უნდა დაუსვათ. ჩემი საყვარელი პოზიცია? გარემარბის პოზიცია, როგორც ნაკრებში ვთამაშობ და გასულ სეზონში „იუვენტუსში“ ვთამაშობდი“, – თქვა კიეზამ.

შეგახსენებთ, რომ ფედერიკო კიეზამ მძიმე ტრავმა მიმდინარე წლის იანვარში მიიღო და მას შემდეგ აღარ უთამაშია.

შემთხვევითი სიახლე

როველა გვარდიოლას მოსწონს – ვითარება “იუვეს” ნახევარდაცვაში და პერსპექტივები

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველი ნიკოლო როველა მიმდინარე სეზონს იჯარით „მონცაში“ ატარებს, თუმცა, ის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული …

“იუვენტუსი” 6 დეკემბერს შეიკრიბება, ორი ამხანგური მატჩიც დაიგეგმა

ტურინის „იუვენტუსი“ მსოფლიოს ჩემპიონატით გამოწვეულ თვესა და 3 კვირას გამოიყენებს და შეკრებას გაივლის, რომლის ფარგლებში …