მთავარი / სიახლეები / კიეზამ ვარჯიში დაიწყო, მაგრამ როდის შეძლებს თამაშს?

კიეზამ ვარჯიში დაიწყო, მაგრამ როდის შეძლებს თამაშს?

ფედერიკო კიეზა მეორე დღეა გუნდთან ერთად ვარჯიშობს, მაგრამ ჯერ სათამაშოდ მზად არაა.

Tuttosport-ის ინფორმაციით, კლუბის მიზანია, ფედერიკომ თვის ბოლოს თამაში შეძლოს. საუბარია 25 ოქტომბერს, „ბენფიკასთან“ შეხვედრაში დაბრუნებაზე, უარეს შემთხვევაში კი ნოემბრის დასაწყისში პსჟ-თან ან „ინტერთან“.

13 ნოემბრის შემდეგ ორთთვიანი პაუზა იწყება მსოფლიოს ჩემპიონატის გამო, შესაბამისად, კიეზა იანვარში უკვე 100%-ით და 90 წუთის სათამაშოდ უნდა იყოს.

შეგახსენებთ, რომ ფედერიკო კიეზას 9 იანვრის შემდეგ არ უთამაშია, როდესაც „რომასთან“ მატჩში მძიმე ტრავმა მიიღო და ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …