ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველის, ფედერიკო კიეზას შესახებ Tuttosport-ი პოზიტიურ ინფორმაციას ავრცელებს.
როგორც ტურინული გაზეთი წერს, 3 ოქტომბერს, „ბოლონიასთან“ მატჩის მეორე დღეს კიეზა გუნდთან ერთად ვარჯიშს დაიწყებს. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავა და ვარჯიშზე ფედერიკოს პრობლემა არ შეექმნება, ის თამაშს მსოფლიოს ჩემპიონატის პაუზამდე (13 ნოემბერი) მოახერხებს, ხოლო 100%-ით მზად იანვარში იქნება.
შეგახსენებთ, რომ ფედერიკო კიეზა იანვრიდან მოყოლებული ტრავმირებულია და გუნდთან ერთად ვარჯიში ამ დრომდე არ დაუწყია.