ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველმა ფედერიკო კიეზამ დღეს ბაზაზე გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში ითამაშა, ახალგაზრდული გუნდის წინააღმდეგ და ტესტი კარგად ჩააბარა.
ფედერიკომ 45 წუთი ითამაშა და 2 გოლი გაიტანა. მთავარი ისაა, რომ მისი ფიზიკური კონდიციები უმჯობესდება. “ბენფიკასთან” კიეზას დაბრუნება ძნელად სავარაუდოა, მაგრამ “ლეჩეს”, პსჟ-ს ან “ინტერის” წინააღმდეგ ის უკვე განაცხადში უნდა იყოს.
შეგახსენებთ, რომ ფედერიკო კიეზამ ტრავმა მიმდინარე წლის დასაწყისში, იანვარში მიიღო და ტრავმის გამო თითქმის მთელი წელი გაუცდა.