მთავარი / სიახლეები / კასანო: “იუვე” ყველაზე სუსტ გუნდთან გავარდა, რონალდუს ყიდვა შეცდომა იყო”

კასანო: “იუვე” ყველაზე სუსტ გუნდთან გავარდა, რონალდუს ყიდვა შეცდომა იყო”

ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა ანტონიო კასანომ „იუვენტუსი“ კიდევ ერთხელ გააკრიტიკა. მან განაცხადა, რომ კრიშტიანუ რონალდუს ყიდვა შეცდომა იყო, რადგან გუნდზე ზეწოლა უფრო გაიზარდა.

როგორც კასანომ აღნიშნა, რონალდუს დადანაშაულება სირცხვილია, რადგან მის გარდა, გუნდში მსოფლიო დონის ფეხბურთელები არ არიან და „პორტუმ“ დამსახურებულად მოიგო.

„კრიშტიანუ რონალდუზე დისკუსია სიგიჟეა. თუ ვისაუბრებთ რონალდუსა და „იუვეს“ შესახებ, ისინი განსხვავებულები არიან. პირველი ჩემპიონთა ლიგის მეფეა, მეორე 25 წლის განმავლობაში ყოველთვის მარცხდება. „იუვენტუსს“ არ აქვს ამ ტურნირზე დიდი გუნდის სტატუსი. იტალიაში კმაყოფილები ვართ ზედიზედ 10 სკუდეტოს მოგებით თებერვალში, მაგრამ ჩვენ 15-20 წლის წინანდელ დროში გავჩერდით. „იუვეს“ იტალიაში შეუძლია გააგრძელოს გამარჯვება, რადგან აქვთ ეკონომიკური შესაძლებლობა, თუმცა, რატომ ვერ ახერხებენ ევროპაში?

შეგიძლია ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელები იყიდოთ, მაგრამ თუ არ იყიდი მსოფლიო სტატუსისს მოთამაშეებს, პრობლემები შეიქმნება. „იუვეში“ ასეთი მოთამაშეები არ არიან, ჯიჯი ბუფონის გამოკლებით. რონალდუ ყიდვა შეცდომა იყო, რადგან ასე „იუვეზე“ ზეწოლა კიდევ უფრო გაიზარდა. მას აქვს გამარჯვებულის სტატუსი, მაგრამ სხვა ფეხბურთელებს არა.

„პორტუმ“ შემდეგ ეტაპზე გასვლა დაიმსახურა. მათ ბევრი რამ გააკეთეს „იუვესთან“. პირველ და მეორე თამაშიდან გამომდინარე არაფრის თქმა შეუძლება. დაუჯერებელია, რომ 75 წუთი რიცხობრივ უპირატესობაში მხოლოდ 4-5 საგოლე მომენტს ქმნიან და „იუვე“ მომდევნო ეტაპზე ვერ გადის ყველაზე სუსტი გუნდის წინააღმდეგ. „იუვენტუსი“ დამსახურებულად გავარდა. „პორტუს“ თამაშის ფილოსოფია აქვს, ითამაშა ფეხბურთი და დომინანტი იყო. მახსოვს, „ბარსელონა“ – „იუვეს“ (0:3) შემდეგ ყველა ჯამბაზი, ვინც ამბობდა, რომ „იუვე“ ჩემპიონთა ლიგის მოგების კანდიდატი იყო. დღეს ისინი იფურთხებიან. არ შეიძლება რონალდუზე შეტევა მიიტანონ, ეს სირცხვილია“, – თქვა კასანომ.

შემთხვევითი სიახლე

მანჩინი: “დროა ხალხი გავაბედნიეროთ”

იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ თურქეთის ნაკრებთან შეხვედრის წინ პრესკონფერენეცია გამართა და ევრო 2020-ის …

დელ პიერო: “არ მინდა “იუვეში” მხოლოდ იმიტომ დამაბრუნონ, რომ ძველი დამსახურებები მაქვს”

ტურინის „იუვენტუსის“ ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ალესანდრო დელ პიერომ იტალიური მედიასთან ისაუბრა. ალექსი სხვადასხვა საკითხებს შეეხო და …