მთავარი / სიახლეები / სერია A / კასანო: “იუვენტუსი” სამ პასს ვერ აკეთებს და მისი თამაშის ყურება შეუძლებელია”

კასანო: “იუვენტუსი” სამ პასს ვერ აკეთებს და მისი თამაშის ყურება შეუძლებელია”

ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა ანტონიო კასანომ „იუვენტუსი“ გააკრიტიკა. როგორც მან აღნიშნა, ამ გუნდს ძლიერი შემადგენლობა ჰყავს, მაგრამ სამწვრთნელო შტაბის მუშაობა არ ეტყობა, რის გამოც გუნდის თამაშის ყურება შეუძლებელია.

„იუვენტუსის“ პირველი ფეხის დაცდენა? ეს მოსალოდნელი იყო, რადგან გასულ წელსაც ვამბობდი, რომ „ბებერი ქალბატონი“ ზედიზედ სამ ზუსტ პასს ვერ აკეთებს. გუნდი ძალიან ძლიერია და სკუდეტოზე უნდა იბრძოდეს, მაგრამ გარკვეული სახის ფეხბურთის თამაშით. გუშინ „სამპდორია“ მათ წინააღმდეგ ისე ჩანდა, თითქოს „ბარსელონა“ იყო. ვლაჰოვიჩი ბურთს 9-ჯერ შეეხო! ჩვენ ვაგრძელებთ საუბარს, რომ ტრავმირებული მოთამაშეები აკლდა, ათას დამამშვიდებელ გარემოებაზე საუბარს, მაგრამ „იუვენტუსი“ შემადგენლობით ძლიერია და თამაშები უნდა მოიგოს. სამაგიეროდ, მისი თამაში არ იყურება“, – თქვა კასანომ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსს“ ორ ტურში 4 ქულა აქვს და მომდევნო შეხვედრას 27 აგვისტოს, ტურინში, „რომასთან“ გამართავს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …