მთავარი / სიახლეები / კარესა: “იუვენტუსის” პრობლემა ძველი დნმ-ს დაკარგვაა”

კარესა: “იუვენტუსის” პრობლემა ძველი დნმ-ს დაკარგვაა”

იტალიელმა ჟურნალისტმა ფაბიო კარესამ განაცხადა, რომ „იუვენტუსის“ პრობლემა დნმ-ს დაკარგვაა. მისი აზრით, ტურინული კლუბის მენეჯმენტში ალესანდრო დელ პიერო უნდა დაასაქმონ, რომელიც კლუბს ძველ დნმ-ს დაუბრუნებს.

„მე მჯერა ალეგრის, რადგან როგორც წესი, ასეთი პაუზების დროს მას რაღაცის შეცვლა შეუძლია, მიუხედავად იმისა, რომ წელს სიტუაცია ნაკლებად იძლევა ამის საფუძველს. მას ალბათ თავიდან უნდოდა 3-4-3 სქემით, ბევრად უფრო შემტევი და აგრესიული ფეხბურთი ეთამაშა. დღევანდელ „იუვენტუსში“ იმ დნმ-ს ნაკლებობაა, რომელიც გუნდს ჰქონდა, მაგრამ ბოლო წლებში დაკარგა. მალდინი „მილანში“ რომ დაბრუნდა, ეს დნმ იპოვეს, „იუვენტუსს“ სჭირდება ისეთი ფიგურა, როგორიც დელ პიეროა“, – თქვა კარესამ.

შემთხვევითი სიახლე

“იუვენტუსმა” იანვარში შესაძლოა დანიელი მცველი დაიმატოს

ტურინის „იუვენტუსმა“ შესაძლოა ბერგამოს „ატალანტასა“ და დანიის ნაკრების განაპირა მცველი იოაკიმ მაეჰლე დაიმატოს. 25 წლის …

რაბიო: “შეიძლება “იუვეში” დავრჩე ან წავიდე, ჯერ დრო მაქვს”

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა ადრიენ რაბიომ ფრანგულ მედიასთან თავის მომავალზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ არაფერს გამორიცხავს …