მთავარი / სიახლეები / კანავარო: “იუვესა” და “ინტერს” შორის ეს განსხვავებაა”

კანავარო: “იუვესა” და “ინტერს” შორის ეს განსხვავებაა”

ფაბიო კანავარომ იტალიურ მედიასთან ინტერვიუში „ინტერიდან“ „იუვენტუსში“ ტრანსფერზე ისაუბრა და თქვა ამ კლუბებს შორის რა განსხვავებაა. როგორც მან აღნიშნა, სწორედ „იუვეში“ მიხვდა სხვაობას თამაშსა და გამარჯვებას შორის.

„ჩვეულებრივ, „იუვე“ ან გძულს, ან გიყვარს. მე აზრი შევიცვალე, რადგან გამიმართლა, რომ „იუვენტუსში“ მოვხვდი. სწორედ იქ გავიგე განსხვავება უბრალოდ ფეხბურთის თამაშსა და გამარჯვებას შორის. ტურინში ყოველ კვირას ბრძოლაა. როდესაც მოედანზე გადიხარ, იცი, რომ ბოთლებს, კვერცხებს გესვრიან და უშვერ სიტყვებს გეტყვიან. მზად უნდა იყო ყველაფრისა და ყველას წინააღმდეგ საბრძოლველად“, – თქვა კანავარომ.

შეგახსენებთ, რომ ფაბიო კანავარო „ინტერში“ 2002-2004 წლებში თამაშობდა, სწორედ იქიდან გადავიდა „იუვენტუსში“, სადაც 2004-2006 და 2009-2010 წლებში 107 მატჩში 7 გოლი გაიტანა.

შემთხვევითი სიახლე

“იუვენტუსმა” იანვარში შესაძლოა დანიელი მცველი დაიმატოს

ტურინის „იუვენტუსმა“ შესაძლოა ბერგამოს „ატალანტასა“ და დანიის ნაკრების განაპირა მცველი იოაკიმ მაეჰლე დაიმატოს. 25 წლის …

რაბიო: “შეიძლება “იუვეში” დავრჩე ან წავიდე, ჯერ დრო მაქვს”

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა ადრიენ რაბიომ ფრანგულ მედიასთან თავის მომავალზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ არაფერს გამორიცხავს …