ტურინის „იუვენტუსმა“ შესაძლოა ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში თურქეთის ნაკრებისა და „მილანის“ თურქი ნახევარმცველი ჰაკან ჩალჰანოღლუ დაიმატოს. იტალიური მედიის ცნობით, მხარეებს შორის აქტიური მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობს.
„იუვე“ ჩალჰანოღლუს ხელფასის სახით 5 მილიონ ევროს სთავაზობს, „მილანი“ კი ოთხზე მეტის გადახდას არ აპირებს და ნახევარმცველიც მზადაა ტურინში გადავიდეს.
აღსანიშნავია, რომ ჩალჰანოღლუს „როსონერისთან“ კონტრაქტი ეწურება და თუ ტრანსფერი შედგება, ის „იუვეს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება
შეგახსენებთ, რომ ჰაკან ჩალჰანოღლუს, „ჰამბურგსა“ და „ლევერკუზენში“ უთამაშია, „მილანს“ კი 2021 წელს შეუერთდა.