ტურინის „იუვენტუსი“ „სასუოლოს“ ნიჭიერი ნახევარმცველის, დავიდე ფრატეზის სამსახურითაა დაინტერესებული.
იტალიური მედიის ცნობით, ტურინული კლუბის ბოსებს 22 წლის ფეხბურთელის აგენტთან კონტაქტი ჰქონდათ, რათა შესაძლო ტრანსფერის შესახებ სიტუაცია გაერკვიათ.
ფრატეზი მილანის „ინტერისა“ და „რომას“ ინტერესის სფეროშიცაა, თუმცა, ახლა საქმეში ტურინელებიც ჩაერთვნენ. ჯერ ფინანსური დეტალები უცნობია.
დავიდე ფრატეზი „რომას“ აკადემიის აღზრდილია და მიმდინარე სეზონს „სასუოლოში“ შესანიშნავად ატარებს. მან სერია A-ს 27 მატჩში 4 გოლი გაიტანა (ერთი „იუვეს“ კარში) და 2 საგოლე პასი გააკეთა.