ტურინის „იუვენტუსის“ იტალიის თასის საპასუხო ნახევარფინალში ფედერიკო ბერნარდესკისა და დანილოს გოლებით „ფიორენტინა“ 2:0 დაამარცხა და ფინალში გავიდა. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით:
პერინი 7 – ის არის იტალიის თასის მეკარე, კონტრაქტი ახლახან გაახანგრძლივა. მეორე ტაიმის დასაწყისში შესანიშნავი ბურთი მოიგერია, ყოველთვის მზად და ყურადღებით იყო.
დე შილიო 5.5 – ზოგჯერ მესამე ცენტრალური მცველი იყო, საკმაოდ კარგად დაიწყო, მაგრამ შემდეგ საპონარასთან გაუჭირდა.
კუადრადო 6.5 – თამაშის დახურვაში მისი დიდი წვლილია შესანიშნავი საგოლე პასით.
ბონუჩი 6 – ძირითადში დაბრუნდა თვენახევრის შემდეგ, კაპიტნის სამკლაურით და გუნდის ლიდერობდა.
დე ლიხტი 6.5 – შეტევაშიც ერთვებოდა, როგორც პირველი გოლის დროს კონტრშეტევაზე გადავიდა, რომელიც ბერნარდესკის გოლით დასრულდა.
ალექს სანდრო 6 – წნეხის ქვეშ ითამაშა, თავიდან „ფიორენტინა“ მისი ზონიდან ცდილობდა შეტევას. თუმცა, ის არ დაცემულა.
ბერნარდესკი 7 – გოლი, კვალიფიკაცია და გათავისუფლება. კარგად ითამაშა, თუმცა ეს არ ცვლის სეზონის მნიშვნელობას და ზოგადად, „ბიანკონერიში“ გატარებულ პერიოდს, რომელიც როგორც ჩანს, სრულდება.
კიელინი შ.გ – მან ბოლო წუთები ითამაშა.
ზაკარია 6.5 – დარბოდა და იბრძოდა. ის აქ ამისთვის არის. შემდეგ ბურთი ძელს გაარტყა, რომელსაც შეეძლო თამაში მოეკლა.
დანილო 7 – ისევ ნახევარდაცვაში ითამაშა, როგორც საშუალება ეძლევა ვერტიკალურ პასებს აკეთებს და ისევ კარგად ითამაშა. მეორე გოლიც მის ანგარიშზეა.
რაბიო 6 – კარგ ფორმაშია და ეს ჩანს. პირველი გოლის კონტრშეტევა სწორედ მან დაიწყო, როცა იკონეს ბურთი წაართვა.
ვლაჰოვიჩი 5.5 – ხშირად თამაშგარეში იყო, ბონუჩის შესანიშნავი პასი ვერ გამოიყენა. ყოფილ გუნდთან გოლი სეზონის ბოლო თამაშისთვის გადაიდო?
კინი შ.გ – მან მოედანზე მხოლოდ რამდენიმე წუთი გაატარა.
მორატა 5.5 – ღია სივრცეში ის უნდა აფეთქდეს, მაგრამ სამაგიეროდ, ბევრჯერ შეცდა, თითქმის ყველაფერში.
დიბალა 6 – შემოდის სტადიონის ტაშის ფონზე, ცუდად არ თამაშობს, მაგრამ არც განსაკუთრებულად.
ალეგრი 6.5 – დაცვა და კონტრშეტევა, ძველებურად. ასე თუ ისე, ნახევარფინალში შინ და სტუმრად გოლგაუშვებლად მოიგო.