ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს 28-ე ტურში „სპეცია“ ალვარო მორატას გოლით 1:0 დაამარცხა. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით:
შჩესნი 7 – ცოტა ხანი უმოქმედოდ იყო, მეორე ტაიმის დასაწყისში ჯიაზის თავური აიღო, გასაოცარი იყო აგუდელოს მომენტში.
დანილო 6 – დამატებითი ნახევარმცველი იყო ბურთის ფლობის ფაზაში, მან ყოველთბის იცის რა გააკეთოს.
დე ლიხტი 6.5 – მარტივად დომინირებდა.
რუგანი 6.5 – დაუყოვნებლივ ამტკიცებს, რომ მზადაა დასაბრუნებლად და კარგად ითამაშა. მისი დამსახურებაა საგოლე შეტევაც.
პელეგრინი 5.5 – მუდმივად თამაშობს პირველ ტაიმშიც კარგი იყო, მაგრამ მეორე ნახევარში ნერვიულობა დაეწყო.
ბერნარდესკი 5.5 – ერთ თვეზე მეტი ცნის შემდეგ დაბრუნდა და მაშინვე ყვითელი ბარათი მიიღო. ფორმაში ჯერ არაა.
კუადრადო 6 – აშკარა საგოლე მომენტი გაანიავა, მაგრამ კაპიტანი ყოველთვის მზად იყო უპირატესობის შესაქმნელად. ჯიაზის რომ გაეტანა, თითს მისკენ გავიშვერდით.
ლოკატელი 6.5 – შესანიშნავი საგოლე პასი. მეტი თავისუფლება მოედანზე ასევე ნიშნავს უფრო მეტ სახიფათო შანსის შექმნა მეტოქის კართან 30 მეტრში.
არტური 6.5 – უმატებს და ასეთი თამაშით ძირითად შემადგენლობაში ყოველთვის მოხვდება.
რაბიო 5.5 – ნახევარდაცვაში გუნდს ფიზიკურობას ანიჭებს, მაგრამ ყოველთვის უშვებს შეცდომებს მეტოქის ნახევარზე ბოლო 30 მეტრში.
ვლაჰოვიჩი 5.5 – საგოლე კომბინაციაში მონაწილეობა მიიღო, მაგრამ ამჯერად ჩრდილში იყო.
კინი შ.გ – მან მხოლოდ ბოლო წუთები ითამაშა.
მორატა 6.5 – ორთვენახევრის შემდეგ გოლი გაიტანა, პირველი ვლაჰოვიჩის ეპოქაში. კარგია ნდობის დასაბრუნებლად, რაც მნიშვნელოვანია მისნაირი ადამიანისთვის.
ალეგრი 6 – ღირსეული პირველი ტაიმი, მაგრამ მეორე – დაბნეული. საბოლოო ჯამში ერთადერთი კარგი მხოლოდ შედეგი იყო.