ტურინის „იუვენტუსი“ სერია A-ს მესამე ტურში შინ „რომას“ დაუზავდა (1:1) და დუშან ვლაჰოვიჩის სწრაფი გოლი გამარჯვებისთვის საკმარისი არ გამოდგა. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით:
შჩესნი 6 – უკეთაა და ძირითადში დაბრუნდა.
დე შილიო 6 – უფრო მეტი სიზუსტე ბოლო 30 მეტრში ცუდი არ იქნებოდა, მაგრამ მარჯვენა ფლანგზე თავისი საქმე გააკეთა.
ბრემერი 5.5 – მარჯვენა ცენტრალურ მცველად ბევრად კარგი იყო, მაგრამ აბრაჰამის გოლის დროს ინგლისელთან ვინ უნდა ყოფილიყო?
დანილო 6.5 – რამდენჯერმე დასწრებაზე მაგრად ითამაშა. დაცვაში საუკეთესო იყო და მართლაც, ცენტრალურ მცველად უკეთესია, ვიდრე ფლანგზე.
ალექს სანდრო 5 – ალეგრი აგრძელებს მისთვის ნდობის გამოცხადებას, ურიგოდ არ გამოიყურებოდა, მაგრამ საგოლე პასისა და დიბალას მეურვეობისას დაეძინა.
რაბიო 7 – დომინანტი იყო, ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარდაცვაში. შემდეგ ტრავმა მიიღო და შეცვალეს.
ზაკარია 5.5 – რაბიოს ნაცვლად ის ჩაერთო თამაშში და „იუვემ“ ამ ცვლილებით, ბევრი, ძალიან ბევრი დაკარგა.
ლოკატელი 6 – ყველაზე კარგი ის გოლი იყო, რომელიც ვლაჰოვიჩის ხელით თამაშის გამო არ ჩაუთვალეს. პირველ ტაიმში „იუვეში“ ყველაზე ცუდი იყო უხეში შეცდომებით და ყვითელი ბარათი, მაგრამ მეორე ნახევარში მოუმატა.
როველა შ.გ – მან ბოლო რამდენიმე წუთი ითამაშა.
მირეტი 7 – ზოგჯერ ცდება, მაგრამ დიდებული სითამამე და ხარისხი გამოავლინა. „იუვეს“ ჰყავს ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელსაც შიშის გარეშე უნდა ენდოს. ალეგრი მას ენდობა და ამას იმსახურებს. მეორე ტაიმში ფიზიკურად დაიღალა.
მილიკი შ.გ – დებიუტი „იუვენტუსში“, შეტევაში თავი ვერ გამოიჩინა, მაგრამ ბურთი ცარიელი კარიდან გამოიტანა და გუნდი გოლისგან იხსნა.
კუადრადო 6 – სწორედ მან მოიპოვა ის ჯარიმა, რომელიც ვლაჰოვიჩმა გაიტანა. ქმნიდა რიცხობრივ უპირატესობა და ერთხელ საგოლე მომენტიც ჰქონდა, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში ყოველთვის რაღაცას არაზუსტად აკეთებდა.
ვლაჰოვიჩი 7 – ორ წელზე მეტი ხნის შემდეგ „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა ჯარიმა გაიტანა და ეს მოთამაშე ვლაჰოვიჩია. სხვა ლიდერები გუნდს აკლია და ყველაფერი მის მხრებზე გადადის.
კინი შ.გ – თამაშში ჩაერთო, მაგრამ ვერაფერი გააკეთა.
კოსტიჩი 5.5 – შეეძლო რაღაც მეტი გაეკეთებინა, მარცხნივ ყოველთვის იცის რა უნდა გააკეთოს, მაგრამ კარგად ვერცერთხელ ჩააწოდა.
ალეგრი 6.5 – ამჯერად არაფერი შეშლია, მინიმუმ ძირითადი შემადგენლობა. დანილო ცენტრალურ მცველად და მირეტი ნახევარდაცვაში სწორი არჩევანია, რამაც „იუვეს“ სახე შეცვალა. გუნდი ფაქტობრივად პირველი შეცდომისას დაისაჯა. ფრე ფრეა, მაგრამ წინ გადადგმული ნაბიჯი აშკარაა.