მთავარი / სიახლეები / “იუვე” ჟორჟინიოს ტრანსფერზე აქტიურად მუშაობს, აგენტიც ადასტურებს

“იუვე” ჟორჟინიოს ტრანსფერზე აქტიურად მუშაობს, აგენტიც ადასტურებს

ტურინის „იუვენტუსს“ ლონდონის „ჩელსის“ ნახევარმცველ ჟორჟინიოს აქტიურად უკავშირებენ. გავრცელებული ინფორმაციით, „იუვე“ მზადაა იტალო-ბრაზილიელ ფეხბურთელს 4-წლიანი კონტრაქტი გაუფორმოს და სეზონში 6 მილიონი ევრო გადაუხადოს.

ფრანკო ლეონეტი იტყობინება, რომ მას დაუდასტურეს „იუვენტუსსა“ ჟორჟინიოს აგენტს შორის აქტიური მოლაპარაკებები, რომელიც მოწინავე პოზიციაზეა. „იუვე“ რეჯისტას ეძებს და ჟორჟინიო მათ სიაში პირველი წერია. ტრანსფერი არც იტალიის ნაკრების საყრდენის აგენტმა გამორიცხა:

„ჩელსის“ ფილოსოფიაა კონტრაქტების ბოლო მომენტში განახლება, წინააღმდეგ შემთხვევაში სერია A-ში დაბრუნდება. იტალიაში თამაშის სურვილი მას ყოველთვის აქვს. „იუვენტუსი“ ამ შემთხვევაში პრიორიტეტი იქნება? არ გამოვრიცხავ, რომ მათ გავითვალისწინებთ“, – თქვა ფეხბურთელის აგენტმა ჟოაო სანტოსმა.

შეგახსენებთ, რომ ჟორჟინიო იტალიის მოქალაქეა და იტალიის ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონი გახდა. ის „ჩელსიში“ 2018 წლიდან თამაშობს, მანამდე „ნაპოლისა“ და „ვერონას“ ღირსებას იცავდა.

შემთხვევითი სიახლე

დე ლიხტი: “იუვეზე” ჩემს მიერ გაკეთებული განცხადებები არასწორად გაიგეს”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა მცველმა მატაის დე ლიხტმა განაცხადა, რომ მის მიერ გაკეთებული კომენტარი „ბიანკონერის“ შესახებ …

“იუვეს” სავარაუდო შემადგენლობა “სასუოლოსთან”

ტურინის „იუვენტუსი“ სერია A-ს პირველ ტურში 15 აგვისტოს, „სასუოლოს“ უმასპინძლებს. მატჩამდე ორი დღით ადრე იტალიურ …