ტურინის „იუვენტუსისა“ და „ნაპოლის“ გადადებული მატჩის ჩატარების თარიღი ისევ შეიცვალა.
თამაში თავდაპირველად 17 მარტისთვის ჩაინიშნა და ეს გადაწყვეტილიც იყო, მაგრამ ახლახან ცნობილი გახდა, რომ მატჩი 7 აპრილს გაიმართება. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.
ამ დღეს ევროპაში ჩემპიონთა ლიგის მატჩებია, მაგრამ ვინაიდან „იუვე“ ასპარეზობას გამოეთიშა, თარიღი სერია A-სთვის გამოთავისუფლდა.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ – „ნაპოლის“ მატჩი ჯერ კიდევ 4 ოქტომბერს უნდა გამართულიყო, მაგრამ ნეაპოლელები ტურინში არ ჩავიდნენ.
7 aprile: la nuova data di #JuveNapolihttps://t.co/g6ojWC2ojT pic.twitter.com/BmlYsmH3Hl
— JuventusFC (@juventusfc) March 12, 2021