ტურინის „იუვენტუსის“ ინტერესის სფეროში იტალიის ნაკრებისა და „სასუოლოს“ ნახევარმცველი მანუელ ლოკატელი ისევ იმყოფება. ამის შესახებ Calciomercato წერს.
როგორც აღნიშნული წყარო იტყობინება, ოთხშაბათს, „იუვეს“ წამომადგენლები რეჯიო ემილიაში „სასუოლოს“ წარმომადგენლებს შეხვდებიან. ტურინული გრანდი ოთხშაბათს რეჯიო ემილიაში იტალიის თასის ფინალში ბერგამოს „ატალანტას“ დაუპირისპირდება.
ლოკატელისთვის ბრძოლაში „იუვენტუსი“ მარტო არ არის. ფეხბურთელით „მანჩესტერ სიტი“, პსჟ და „რომაც“ არიან დაინტერესებულნი, ასევე გაჟღერდა დონეცკის „შახტარის“ სახელიც, რომელსაც ზაფხულში „სასუოლოს“ დღევანდელი მწვრთნელი რობერტო დე ძერბი ჩაიბარებს და შესაბამისად, „იუვეს“ ბოსებს ლოკატელის გადასაბირებლად ბოლომდე დახარჯვა მოუწევთ.