„იუვენტუსი“ მანუელ ლოკატელის ტრანსფერს მიახულოვდა. ფედერიკო კერუბინისა და ჯოვანი კარნევალეს შეხვედრამ ნაყოფიერად ჩაიარა და ორივე მხარემ დაადასტურა ტრანსფერის მზაობა.
„სასუოლო“ თანახმაა გარიგებაში რუმინელი მცველი რადუ დრაგუშინი მიიღოს და გარდა ამისა, კიდევ ერთი ახალგაზრდა ფეხბურთელის მიღება სურთ, მაგრამ ჯერ რომელი, ეს გადაწყვეტილი არაა, მაგრამ სავარაუდოდ, მხარეები იოლად მორიგდებიან.
„იუვენტუსის“ ფორმულა ამ დროისთვის არის ორწლიანი იჯარი გამოსყიდვის ვალდებულებით (იგივე ფორმულა, რაც ფედერიკო კიეზას შემთხვევაშია). ამას დაემატება რადუ დრაგუშინი, მაგრამ ტურინელების სურვილია, რომ რუმინელ ფეხბურთელზე სამომავლოდ ტრანსფერის შემთხვევაში უპირატესი უფლება ჰქოდეთ.
ამრიგად, მხოლოდ მცირე დეტალები დარჩა მოსაგვარებელი და იტალიური პრესის ცნობით, არის განცდა, რომ ყველაფერი წარმატებით დაიხურება. მხარეები მომდევნო კვირაში კიდევ შეხვდებიან და საბოლოო ფორმულაზე უნდა შეთანხმდნენ. საქმე ისე მიდის, რომ მანუელ ლოკატელი პირველი შენაძენი გახდება და მასიმილიანო ალეგრი ტრანსფერის ინიციატორია, რომელსაც 23 წლის იტალიელი ფეხბურთელი ძალიან მოსწონს.