ტურინის „იუვენტუსი“ სერია A-ს 37-ე ტურში „ლაციოს“ დუშან ვლაჰოვიჩისა და ალვარო მორატას გოლებით 2:0-ს უგებდა, მაგრამ საბოლოოდ ფრეს დასჯერდა – 2:2. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით:
პერინი 6.5 – გაუმართლა კიდეც, როდესაც ხარიხამ გადაარჩინა, თუმცა, შეცდომა ფაქტობრივად არ დაუშვია. ორი გოლი გაუშვა, ყველაზე ნაკლები დამნაშავე იყო.
კუადრადო 5.5 – მეორე გოლში მონაწილეობა მიიღო, მაგრამ ბოლო წუთზე ყველაფერი დაანგრია, როცა ბურთი დაკარგა და „იუვემ“ გოლი გაუშვა.
ბონუჩი 6 – რთული მეორე ტაიმი ჰქონდა.
კიელინი 10 – გარდა, გულშემატკივრებთან შეხვედრის სიამოვნებისა, ჩვენი შეფასება დღეს თამაშს არ ეხება. ასე რომ, 10 ქულა მას, კარიერისთვის, ასევე იმიტომ, რომ კიელინის მსგავსი ფეხბურთელი ამას იმსახურებს.
დე ლიხტი 6 – კიელინის ადგილი დაიკავა ყველა გაგებით.
ალექს სანდრო 5.5 – როცა მნიშვნელობა აღარ აქვს, კარგი თამაში ჩაატარა, მაგრამ ავტოგოლი გაიტანა, რომელშიც ასევე უიღბლობის მომენტიც იყო.
მირეტი 6.5 – ამჯერად, ბინძური სამუშაოს შესრულებაც მოუწია და ამის გაკეთებაც შეუძლია. რა ყოჩაღია!
ლოკატელი 6 – არ უნდა ეთამაშა, მაგრამ ბოლო წამს დაიკავა რაბიოს ადგილი. პირველ გოლზე პატრიკმა მას დაასწრო.
აკე 5.5 – მარჯვენა ფლანგზე თავის გამოჩენას ცდილობდა, ისე ვერ ითამაშა, როგორც იმედოვნებდა.
ბერნარდესკი 7 – ალბათ მისთვისაც ბოლო საღამო იყო „სთედიუმზე“, როგორც „იუვეს“ მოთამაშისთვის. ალბათ. თამაშით სიამოვნებას იღებდა, რაც ბოლო წლებში იშვიათად ხდებოდა.
დიბალა 6 – სცენა მთლიანად კიელინის ეძღვნებოდა, მაგრამ ცოტათი მანაც მოახერხა შოუს მოარვა. მასაც კაპიტნის რანგში დაემშვიდობნენ, ისიც ტაშის ფონზე შეცვალეს და თანაგუნდელები ჩაეხუტნენ.
პალუმბო შ.გ – მან რამდენიმე წუთი ითამაშა.
მორატა 7.5 – საუკეთესო მოედანზე. გოლი და საგოლე პასი, როგორც ჩანს, მისთვისაც ბოლო მატჩი იყო „სთედიუმზე“, რადგან „იუვემ“ თავისი ნაბიჯი უკვე გადადგა, მაგრამ „ატლეტიკოსგან“ არაფერი ისმის.
პელეგრინი 5.5 – მილინკოვიჩ-სავიჩი თამაშგარე მდგომარეობაში მის გამო არ დარჩა.
ვლაჰოვიჩი 7 – საღამო გახდა ზეიმი და მან გახსნა ანგარიში.
კინი 6 – ლამაზ გოლთან ძალიან ახლოს იყო.
ალეგრი 6 – განსაკუთრებული საღამო ყველასთვის, მის გარდა. იმიტომ, რომ ბოლო წამზე 2:2 სეზონს ნათლად ასახავს.