ტურინის „იუვენტუსი“ ხუან კუადრადოსთან კონტრაქტის განახლებაზე მუშაობს და შეთანხმება თითქმის მიღწეული აქვს.
Gazzetta Dello Sport-ის ინფორმაციით, მხარეები ხელშეკრულების 2 წლით განახლებაზე შეთანხმდნენ, კიდევ ერთი წლით განახლების შესაძლებლობით. კოლუმბიელი ფეხბურთელის ხელფასი 3.5 მილიონი ევრო იქნება.
ხუანს მოქმედი კონტრაქტი 30 ივნისს ეწურება, მაგრამ მასიმილიანო ალეგრი მას უმნიშვნელოვანეს მოთამაშედ მიიჩნევს და კლუბის ხელმძღვანელობაც ახალ კონტრაქტზე აქტიურად მუშაობს.
შეგახსენებთ, რომ ხუან კუადრადო „იუვენტუსში“ 2015 წლიდან თამაშობს და 257 მატჩში 24 გოლი აქვს გატანილი. კოლუმბიელმა ნახევარმცველმა მიმდინარე სეზონში 35-ჯერ ითამაშა და თავი 5 გოლით გამოიჩინა.