მთავარი / სიახლეები / “იუვე” იტალიის თასის ფინალში ზედიზედ მესამედ გავიდა

“იუვე” იტალიის თასის ფინალში ზედიზედ მესამედ გავიდა

ტურინის „იუვენტუსი“ იტალიის თასის ფინალში გავიდა. მასიმილიანო ალეგრის გუნდმა ნახევარფინალში „ფიორენტინას“ მეორე მატჩიც მოუგო და ტიტულამდე ერთი ნაბიჯი რჩება.

„იუვეს“ ფლორენციაში 1:0 ჰქონდა მოგებული, ამჯერად კი 2:0 იმარჯვა. „ფიორენტინა“ ბურთს და სათამაშო უპირატესობასაც ფლობდა, მაგრამ ტურინელებმა საგოლე მომენტები პრაქტიკულად მაქსიმალურად გამოიყენეს.

ანგარიში ფედერიკო ბერნარდესკი გახსნა, რომელმაც მეკარისა და მცველის შეცდომით ისარგებლა, ხოლო მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ხუან კუადრადოს დიდებული პასის მერე საბოლოო ანგარიში დანილომ დააფიქსირა – 2:0. ამრიგად, „იუვემ“ ორი მატჩის ჯამში 3:0 მოიგო.

„ბებერი ქალბატონი“ ფინალში მილანის „ინტერს“ შეხვდება. თამაში 11 მაისს, რომში გაიმართება. აღსანიშნავია, რომ „იუვენტუსი“ ზედიზედ მესამედ და ისტორიაში 21-ედ გავიდა იტალიის თასის ფინალში.

ტურინული გრანდი მომდევნო შეხვედრას ორშაბათს, სტუმრად „სასუოლოსთან“ სერია A-ს ეგიდით ჩაატარებს.

„იუვენტუსი“ – „ფიორენტინა“ 2:0 (1:0)

ტურინი, „ალიანც სთედიუმი“

„იუვენტუსი“ (4-3-3): პერინი; დე შილიო (კუადრადო 79), ბონუჩი, დე ლიხტი, ალექს სანდრო; ზაკარია, დანილო, რაბიო; ბერნარდესკი (კიელინი 82), ვლაჰოვიჩი (კინი 83), მორატა (დიბალა 66)

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი

„ფიორენტინა“ (4-3-3): დრაგოვსკი; ვენუტი (კალეხონი 69), მარტინეს კუარტა, იგორი, ბირაგი; დანკანი (მალეჰი 79), ტორეირა (ამრაბატი 46), საპონარა (სოტილი 63); იკონე (პიონტეკი 79), კაბრალი, გონსალესი

მწვრთნელი: ვინჩენცო იტალიანო

გოლები: 1:0 ბერნარდესკი (32), 2:0 დანილო (90)

გაფრთხილება: დე შილიო (45) – მარტინეს კუარტა (72)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 8 (3) – 17 (5) ბურთის ფლობა: 32%-68% კუთხურები: 3:7 თამაშგარე: 4:2

მსაჯი: დანიელე დოვერი

შემთხვევითი სიახლე

როველა გვარდიოლას მოსწონს – ვითარება “იუვეს” ნახევარდაცვაში და პერსპექტივები

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველი ნიკოლო როველა მიმდინარე სეზონს იჯარით „მონცაში“ ატარებს, თუმცა, ის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული …

“იუვენტუსი” 6 დეკემბერს შეიკრიბება, ორი ამხანგური მატჩიც დაიგეგმა

ტურინის „იუვენტუსი“ მსოფლიოს ჩემპიონატით გამოწვეულ თვესა და 3 კვირას გამოიყენებს და შეკრებას გაივლის, რომლის ფარგლებში …