ტურინის „იუვენტუსი“ სერია A-ს 31-ე ტურში მილანის „ინტერთან“ შინ 0:1 დამარცხდა. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით:
შჩესნი 6 – ჩალჰანოღლუს პენალტზე მისი სასწაული დე ლიხტმა და VAR-მა გაანადგურეს, მეორედ იგივე სასწაული ვეღარ მოახდინა.
დანილო 6 – ნორმალური თამაში, კუადრადოს ზურგს უმაგრებდა.
დე ლიხტი 5 – დომინირებს, დომინირებს, დომინირებს, მაგრამ სწორედ მისმა შეცდომამ გადაწყვიტა ყველაფერი. საჯარიმოში ადრე შესვლამ ჩალჰანოღლუს პენალტის განმეორების საშუალება მისცა, რომელიც გაიტანა.
კიელინი 6 – მისი მხრიდან საჯარიმოში ვერავინ შევიდა.
ალექს სანდრო 5 – მორატასთან ერთად ჩამოეძინა იმ ბურთზე, რომელზეც ბარელასთან ერთად იბრძოდა და ეს გუნდს პენალტად დაუჯდა.
დე შილიო 6 – ცდილობდა გუნდს მატჩის დასკვნით ნაწილში დახმარებოდა.
ლოკატელი 6.5 – ნახევარ საათში მას ყველაფერი დაემართა: დარტყმა სახეში, კოჭში, მუხლში… ლომივით იბრძოდა, მაგრამ შემდეგ დანებდა.
ზაკარია 6.5 – საკმაოდ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ დაბრუნდა, ყველაფერი გაიღო და ბურთი ძელსაც გაარტყა.
რაბიო 7 – „იუვეში“ საუკეთესო იყო.
არტური შ.გ – მან ბოლო წუთები ითამაშა.
დიბალა 5.5 – კარგად იწყებს, მაგრამ ნახევარი საათის შემდეგ „იუვესთან“ ერთად გაქრა.
მორატა 5 – აშკარად საგოლე მომენტი ვერ გამოიყენა და ალექს სანდროსთან ერთად პენალტი მოიგონა.
კინი 5.5 – მას არ შეუძლია გუნდის შეტევის გაძლიერება.
ვლაჰოვიჩი 5 – შკრინიარმა გაანეიტრალა. მხოლოდ ერთხელ დაარტყა კარისკენ, მაგრამ ბურთი ძელს მცირედით ასცდა.
ალეგრი 5.5 – „იუვემ“ კარგად დაიწყო და შემდეგ დაიკარგა მსაჯის გადაწყვეტილებების შედეგად. მიმდინარე სეზონში „იუვემ“ ვერცერთ უშუალო კონკურენტს ვერ მოუგო, ამაზე ალეგრის გარკვეული პასუხისმგებლობა უნდა ჰქონდეს.