ტურინის „იუვენტუსმა“ შესაძლოა იანვრის სატრანსფერო პერიოდში არგენტინის ნაკრებისა და „ატალეტიკოს“ ნახევარმცველი როდრიგო დე პაული დაიმტოს.
სამხრეთამერიკელი მადრიდელთა ძირითად შემადგენლობაში ვეღარ ხვდება და ტურინელები მის გადაბირებას იჯარითა და გამოსყიდვის უფლებით ეცდებიან. აღსანიშნავია, რომ ზამთარში შემადგენლობის გაძლიერება მასიმილინაო ალეგრიმ მოითხოს.
იმის გათვალისწინებით, რომ „ატლეტიკოში“ დე პაული აღარ სჭირდებათ, შეიძლება მოლაპარაკებები სწრაფად დაიხუროს. მას იტალიაში თამაშის გამოცდილება აქვს, სადაც „უდინეზეს“ ლიდერი იყო.