ტურინის „იუვენტუსი“ ჩემპიონთა ლიგას „ვილიარეალთან“ მარცხით (0:3) დაემშვიდობა. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით:
შჩესნი 5.5 – უსაქმოდ იყო მთელი პირველი ტაიმის განმავლობაში. მორენოს პენალტი ლამის მოიგერია. რაც დაურტყეს, ყველაფერი გაუშვა.
დანილო 5.5 – ცდილობდა ყველა ბურთზე დასწრებაზე ეთამაშა, რაც შეეძლო. თუმცა, ბოლოს მასაც შეცდომები ჰქონდა.
დე ლიხტი 5 – დაცვას მაღლა ინარჩუნებდა და კარგადაც თამაშობდა, მაგრამ შემდეგ ისიც დაეცა. მეორე პენალტი სასოწარკვეთას ნიშნავდა.
რუგანი 4.5 – კარგად, გარკვეულწილად დე ლიხტზე უკეთ ითამაშა. თუმცა, მერე ყველაფერი გააფუჭა, როცა პენალტი აიკიდა.
დიბალა შ.გ – მან ბოლო წუთები ითამაშა.
დე შილიო 5.5 – ყოველთვის ძალიან ზუსტი არ არის, მაგრამ ეს თამაში იყო მისი ლიმიტი.
კუადრადო 5.5 – დასაწყისში ქმნიდა უპირატესობას და საჯარიმოშიც აწვდიდა, მაგრამ შემდეგ დაიკარგა და უმარტივეს შეცდომებს უშვებდა. როგორც მინიმუმ, რაღაცას ცდილობდა.
ლოკატელი 6 – რთული, მაგრამ ფუნდამენტური ელასტიური სამუშაო შეასრულა. თამაშის ბოლო ნაწილში მანაც კოლაფსი განიცადა.
არტური 5 – გვერდით და უკან პასები ყოველთვის, ვერტიკალურ პასებს არასდროს აკეთებს.
რაბიო 6 – შესაძლოა, ეს მისთვის სეზონის ერთ-ერთი ყველაზე დამაჯერებელი თამაში იყო. კარგად დაიწყო და ბოლომდე კარგი იყო, მაგრამ ამჯერად სხვებმა დააღალატეს.
ვლაჰოვიჩი 5 – ძელმა არ მისცა საშუალება ულამაზესი გოლი გაეტანა, როგორც ნამდვილ ბომბარდირს. შემდეგ რულის ბურთი სახეში გაარტყა, როცა კარიდან ორ ნაბიჯში იყო. მეორე ტაიმში პრაქტიკულად არ გამოჩენილა.
მორატა 4.5 – პირველი შანსი მას ჰქონდა და ძალიან ცუდად დაარტყა, მერე გაჩერდა.
კინი შ.გ – მან ბოლო წუთები ითამაშა.
ალეგრი 4.5 – „იუვემ“ კარგად ითამაშა ერთი საათის განმავლობაში და შესაძლოა თავისი ნაკლოვანობების გამო დაისაჯა. მაგრამ, ყველაფერი ისე მოხდა, როგორც „ლიონთან“ და „პორტუსთან“. საბოლოოდ „იუვე“ ყველაზე ცუდად ჩამოიშალა და სტადიონის სტვენა გარდაუვალია.