მთავარი / სიახლეები / “იუვე” ეცდება, რომ მორატას ტრანსფერზე “ატლეტიკოს” ფასი დააკლებინოს

“იუვე” ეცდება, რომ მორატას ტრანსფერზე “ატლეტიკოს” ფასი დააკლებინოს

მასიმილიანო ალეგრი როგორც ჩანს, ალვარო მორატას თამაშით კმაყოფილია და გუნდის ხელმძღვანელობას მისი შენარჩუნება მომდევნო სეზონისთვისაც სთხოვა.

ესპანური მედიის ცნობით, სწორედ ამიტომ, „იუვე“ ეცდება, რომ ზაფხულში მადრიდის „ატლეტიკო“ ფასდაკლებაზე დაიყოლიოს. საქმე ისაა, რომ ტურინელებმა მადრიდელებს ორწლიან იჯარაში 20 მილიონი ევრო გადაუხადეს, მაგრამ ალვაროს გამოსყიდვა ზაფხულში კიდევ 35 მილიონი ევრო დაუჯდება.

ეს თანხა იტალიელებს მორატაში ეძვირებათ და ეცდებიან, რომ „ატლეტიკო“ ფასის დაკლებაზე დაითანხმონ.

შეგახსენებთ, რომ ალვარო მორატამ „იუვენტუსში“ დაბრუნების შემდეგ (2020 წლიდან) 73 მატჩი ჩაატარა და 28 გოლი გაიტანა. შედარებისთვის, 2014-2016 წლებში, როცა ის ტურინულ კლუბში პირველჯერზე თამაშობდა 93 თამაშში 27 გოლი გაიტანა.

შემთხვევითი სიახლე

ბრემერი: “ჩვენ 56 ქულა გაქვს, უფრო სწორად 58”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „ინტერთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „იუვემ“ მოედანზე …

მაროკი: “იუვეს” ნახევარდაცვამ “ინტერის” ნახევარდაცვას 3:0 მოუგო”

ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯანკარლო მაროკიმ „ინტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩის (0:1) შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დიდი …