ტურინის „იუვენტუსისთვის“ მატაის დე ლიხტთან კონტრაქტის განახლება პრიორიტეტულად რჩება.
იტალიური მედიის ცნობით, უახლოეს დღეებში ფეხბურთელის გარემოცვასთან, კერძოდ რაფაელა პიმენტასთან შეხვედრა შედგება და მოლაპარაკებები დაიწყება კონტრაქტის განახლებაზე.
დე ლიხტს ხელშეკრულება 2024 წელს ეწურება და მისი ორი წლით განახლებაა მიზანი, მაგრამ ფეხბურთელის მხარეს სურს, რომ მისი გასათავისუფლებელი პუნქტი, რომელიც ამჟამად 120 მილიონ ევროს შეადგენს, შემცირდეს.
შეგახსენებთ, რომ მატაის დე ლიხტი „იუვენტუსში“ 2019 წლიდან თამაშობს და 117 შეხვედრაში 8 გოლი აქვს გატანილი.