ტურინის „იუვენტუსი“ და რომის „ლაციო“ მცველების, დანიელე რუგანისა და ფრანჩესკო აჩერბის გაცვლას გეგმავენ.
იტალიური მედიის ცნობით, მაურიციო სარი და მასიმილიანო ალეგრი ამ ბარტერზე თანახმა არიან. სარი რუგანის ძალიან კარგად იცნობს, „იუვეს“ გარდა, მას „ემპოლიში“ ავარჯიშებდა, ხოლო ალეგრისთვის ის დაცვაში პირველი არჩევანი არ არის.
აჩერბის თავის მხრივ, „ლაციოში“ აღარ დაედგომება, რადგან ფანებთან ძალიან გაუფუჭდა ურთიერთობა. ასე რომ, ტრანსფერის ალბათობა ძალიან დიდია.
შეგახსენებთ, რომ დანიელე რუგანი „იუვენტუსში“ 2015 წლიდან თამაშობს, მაგრამ ძირითად შემადგენლობაში ფეხის მოკიდება ვერ მოახერხა. ფრანჩესკო აჩერბი კი უკვე 34 წლისაა, მაგრამ როგორც ჩანს, ტურინელებს მისი ასაკი არ აფრთხობთ და მზად არიან, მატასი დე ლიხტისა და ლეონარდო ბონუჩის დუბლიორად ვეტერანი მცველი დაიმატონ.