ტურინის „იუვენტუსი“ ანხელ დი მარიასთან შეთანხმებას ვერ ახერხებს და მის ალტერნატიულ ვარიანტებზე უკვე მუშაობს.
პორტუგალიური მედიის ცნობით, ტურინელთა თვალთახედვის არეში დავიდ ნერეში მოხვდა. ამსტერდამის „აიაქსის“ ყოფილი გარემარბი, რომელიც ამჟამად „შახტარის“ წევრია.
„იუვე“ მზადაა ბრაზილიელ ფეხბურთელში 10 მილიონი ევრო გადაიხადოს. ნერეშით ლისაბონის „ბენფიკაც“ ინტერესდება, მაგრამ „იუვენტუსის“ შეთავაზებამ შესაძლოა ბრაზილიელს იტალიაში გადაბარგება გადააწყვეტინოს.
შეგახსენებთ, რომ დი მარიას და ნერეშის გარდა, „იუვეს“ აქტიურად უკავშირებენ დომენიკო ბერარდისა და ფილიპ კოსტიჩს.