ტურინის „იუვენტუსი“ გლეისონ ბრემერისთვის ბრძოლაში დაწინაურდა. ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.
ბრაზილიელი „ინტერთან“ პრაქტიკულად შეთანხმებული იყო, მაგრამ მატაის დე ლიხტის „ბაიერნში“ ტრანსფერის გადაწყვეტის შემდეგ „იუვე“ ბრემერის ტრანსფერზე ძალიან გააქტიურდა და „ტორინოს“ უკეთესი წინადადება შესთავაზა – 35 მილიონი ევრო და პლუს 5 მილიონი ბონუსები.
„იუვე“ ბრემერს 5-წლიან კონტრაქტს, სეზონში 4 მილიონი ევროს ანაზღაურებით სთავაზობს, რასაც 1 მილიონი ბონუსის სახით დაემატება. მოსალოდნელია, რომ დღის ბოლოს უფრო მეტი რამ გაირკვევა, მაგრამ ბოლო ცნობებით, „იუვე“ ბრძოლაში უკვე დაწინაურდა და ახლოსაა ტრანსფერის დახურვასთან.
შეგახსენებთ, 25 წლის გლესონ ბრემერი „ტორინოში“ 2018 წლიდან თამაშობს და 110 მატჩში 13 გოლი აქვს გატანილი.